''ბოპსი“- იშვიათი სახეობის თევზი სარფში

03 ნოემბერი 2019, 18:00 2191 ნახვა

„ბოპსი“- იშვიათი სახეობის თევზი, სარფში მეთევზეებმა იპოვეს. იხტიოლოგ არჩილ გუჩმანიძის შეფასებით, ეს სახეობა ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეში გვხვდება, ''ბოპსის'' შავ ზღვაში გამოჩენა კი ზღვების შერევის პროცესზე მიანიშნებს.

თევზი ''ბოპსი'' 60 სანტიმეტრამდე იზრდება და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია. ბოლო ის საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე 2009 წელს დააფიქსირეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში