სტიქია აჭარაში - ქედაში 2 ოჯახს საცხოვრებელი დაატოვებინეს 

03 ნოემბერი 2019, 12:35 1365 ნახვა

გამოიდარა ქედაშიც. ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფელ ხარაულაში საფრთხე 2 ოჯახს შეუქმნა. დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას არიან გაყვანილები. 

მერიაში ამბობენ, რომ ოჯახებს გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად დაეხმარებიან. გუშინ ღამით ქვა ჩამოვარდა სოფელ ზვარეში და ახლა გაუვნებელყოფა მიმდინარეობს. ქედის მერიაში მუშაობს საგანგებო შტაბი და ცხელი ხაზი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში