სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

02 ნოემბერი 2019, 15:41 1543 ნახვა

სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. იაპონიაში ჩატარებული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დღეს ერთმანეთს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები შეხვდნენ. შეხვედრაში ანგარიში სამხრეთ აფრიკელებმა გახსნეს და პირველი ნახევარიც მათი გამარჯვებით 6-12 დასრულდა.

მეორე ნახევარში ინგლისელებმა სცადეს სხვაობის შემცირება , თუმცა პირიქით. ''ქურციკებმა’’ გაზარდეს სხვაობა და საერო ჯამში 20 ქულიანი სხვაობით 32 – 10 მოიგეს მატჩი.

სამხრეთ აფრიკა რაგბის მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. გუშინ მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალმა ზელანდიამ დიდი ანგარიშით 40 – 17 დაამარცხა უელსის ნაკრები.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში