ქედაში, მეწყრის გამო, შესაძლოა 2 ოჯახის გასახლება გახდეს საჭირო

02 ნოემბერი 2019, 13:39 2112 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაშიც. სოფელ ხარაულაში ​კალოპოტიდან გადმოვიდა ნაკადული, რამაც საფრთხე შეუქმნა 2 ოჯახს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ქედის მერიის ინფორმაციით, მდინარის სათავის დათვალიერების შემდეგ გადაწყდება რა სახის პრევენციული ღონისძიებები გატარდება ტერიტორიაზე. მათივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა გახდეს საჭირო.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სტიქიის კერას უახლოეს დღეებში გეოლოგიური სამსახური შეისწავლის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში