სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ცხედარი ვიეტნამელი იყო - გამოძიება

02 ნოემბერი 2019, 12:22 1306 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ცხედარი ვიეტნამელი იყო.

”ამ დროისთვის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაზარალებულები ვიეტნამის მოქალაქეები არიან და ვიეტნამის მთავრობასთან გვაქვს აქტიური კონტაქტი”, - აცხადებს ესექსის პოლიციის უფროსის თანაშემწე თიმ სმითი.

მისივე განმარტებით, რამდენიმე მსხვერპლის ოჯახის იდენტიფიცირება უკვე მოხდა.

23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეისში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. სატვირთო ინდუსტრიულ ზონაში იდგა. მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა. 39 გარდაცვლილს შორის ერთი მოზარდი იყო. მომხდართან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში ოთხი ეჭვმიტანილია დაკავებული.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში