''საქართველოს შეუძლია ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავება“ -შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი

02 ნოემბერი 2019, 12:35 352 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ტერორიზმის შესახებ ანგარიშში საქართველოც მოხვდა. დოკუმენტში, ნახსენებია, რომ ძირითადად, საქართველოს შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველო, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის დიდი ხნის წევრია, 2018 წელს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში აშშ-სთან ერთად განაგრძობდა აქტიურ ჩართულობას. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს, საქართველოში ტერორისტული ინციდენტი არ ყოფილა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანით, ქვეყანამ გააძლიერა კონტრტერორისტული კანონმდებლობა, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს უფრო დიდ უფლებამოსილებას აძლევს საგარეო იურისდიქციებთან დაკავშირებულ საქმეებზე.

ახალი ცვლილებებით, გამომძიებლებს და პროკურორებს მოწმეების დისტანციურად გამოკითხვის უფლება აქვთ ან საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ ადამიანებზე, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, უცხოური იურისდიქციის კონტროლით შეუძლიათ მიიღონ კომპიუტერული მონაცემები და აწარმოონ გამოძიება და ექსპერტიზა უცხოურ იურისდიქციაში მისი თანხმობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში