ხულოს საბავშვო ბაღებში წყალს ყიდულობენ

01 ნოემბერი 2019, 20:00 1735 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება ხულოში არსებული 27 ბაღიდან 20 შემთხვევაში წყალს ყიდულობს. მიზეზი სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციაა, რომელმაც სოფლებში სასმელი წყალი შეამოწმა და დაადგინა, რომ წყალი მოზარდებისთვის არასასურველ ნივთიერებებს შეიცავს.

ცნობისთვის ამ წყალს მოიხმარენ სკოლებშიც, მაგრამ სპეციალისტების მტკიცებით, სკოლის ასაკის მოზარდების იმუნიტეტი გაცილებით ძლიერია.

მოკლედ წყალს მხოლოდ ბაღებისთვის ყიდულობენ და სამომავლოდ სისტემის მოწესრიგებისთვის „აჭარისწყლის ალიანსის“ პროექტების განხორციელების დაწყებას ელოდებიან. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში