წერილი ციხიდან: პატიმარი ამბობს, რომ თერმომეტრი გადაყლაპა

01 ნოემბერი 2019, 20:11 1309 ნახვა

პატიმარმა ბათუმის ციხეში სავარაუდოდ თერმომეტრი გადაყლაპა - ამის შესახებ მსჯავრდებული იმ წერილში წერს, რომელიც ცოტა ხნის წინ მოგვწერა. ამბობს, რომ სიცხის საზომი თერმომეტრი 14 დღის წინ გადაყლაპა.

გვიყვება, რომ ესაჭიროება ოპერაცია, მაგრამ ექიმებს არ ენდობა და სხვა სამკურნალო დაწესებულებაში  ითხოვს გადაყვანას. ცოტა ხნის წინ საპატიმროში იმყოფებოდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ცოტნე ანანიძის განცხადებით პატიმარმა მართლაც მიიღო არასაკვები ნივთიერება და მას მართლაც ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში