''კიკაჩეიშვილისნაირი ნაძირლები კლავენ ქართულ ფეხბურთს'' - არჩილ ბერიძე ''დინამოს'' წაგებულ მატჩზე

01 ნოემბერი 2019, 19:47 1996 ნახვა

ბათუმის ''დინამოს'' მფლობელი ამბობს, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. არჩილ ბერიძის თქმით, ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, როგორ შეუძლია ნაძირლობას აზარალოს, არამარტო ''დინამო ბათუმი'', არამედ საერთოდ ქართული ფეხბურთი. 

''გუნდის დატოვებაზე არ იქნება არანაირი საუბარი, ჩვენ დაწყებულ საქმე და ერთად მივიყვანთ ბოლომდე. აქ არ ემუქრება საფრთხე არც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც დაწყებული გვაქვს და დამიჯერეთ, რომ ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე. ხვალ პრესკონფერენციაზე იქნება ახსნა იმისა თუ, როგორ შეუძლია ნაძირლობას აზარალოს, არამარტო ''დინამო'' ბათუმი, ქართული ფეხბურთი საერთოდ'' - ამბობს გუნდის მფლობელი. 

არჩილ ბერიძის განცხადებით, მსაჯმა ''დინამოს'' დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა. არ დადო 11 მეტრიანი და სტადიონიდან არ გააძევა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი.  

''100 პროცენტიანი პენალტის არ დადება ეს რა იყო. დიდ თამაშებში ხდება უარესები. გამიზნულად გააკეთა კიკაჩეიშვილა. არ დადო 100 პროცენტიანი ჯარიმა და არ გაუძევა მეტოქე გუნს ფეხბურთელი. აქედან 100%-ით დადასტურებულია, რომ მსაჯმა ეს შეგნებულად გააკეთა. კიკაჩეიშვილი თავიდან გავიდა მაგ თამაშზე, რომ ბათუმის ''დინამოს'' არ უნდა მოეგო. ეს არის გადაწყვეტილი თემა და ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მის ცხოვრებაში აღარასოდეს იმსაჯოს.

კიკაჩეიშვილისნაირი ნაძირლები კლავენ ქართულ ფეხბურთს და იქ ვინც დგას სათავეში, იმათაც უყრის წყალში მთელ ამ შრომას. ერთი ადამიანმა მაჩვენეთ  უბრალოდ, რომელიც იტყვის, რომ შეიძლებოადა ამ სტადიონზე თამაში'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს არჩილ ბერიძემ. 

რამდენიმე საათის წინ კი, ბათუმის ''დინამოს'' ოფიციალურ ფბ გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, სადაც კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის სახელით ორსიტყვიანი განცხადება დაიწერა. “შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს” - არჩილ ბერიძე.

ბათუმის "დინამო" დღეს საჩხერის "ჩიხურასთან" დამარცხდა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში