პეტრე ცაავა საპატრიარქოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება - ის შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ გეგმავს

01 ნოემბერი 2019, 18:05 1242 ნახვა

მარტვილის ახალი მეუფისა და უკვე ყოფილი ეპისკოპოსის გეგმები. პეტრე ცაავა მრევლს დაემშვიდობა. მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებული მეუფე შიომღვიმის მონასტერში განმწესდა, სადაც წასვლას არ აპირებს.

ყოფილი მღვდელმთავარი ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობას ითხოვს. პეტრე ცაავა ამბობს, რომ აუცილებლად შეიქმნება ეროვნული სახელმწიფოებრიობის გამათავისუფლებელი მოძრაობა და მოემზადება აპოკალიფსური საქართველოსთვის. ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე გრიგოლი დღესვე ჩავიდა, რომელმაც განმარტა, რომ ის სოხუმის ეპარქიისთვის ემზადებოდა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში