განქორწინების შემდეგ კაცმა სიდედრი მოკლა, ცოლი და სიმამრი დაჭრა - დანაშაულისთვის 23 წელი მიესაჯა

01 ნოემბერი 2019, 13:32 4346 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დედის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში და ყოფილი მეუღლის და მეუღლის მამის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თაღლითობისთვის, ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ნასამართლევი დაახლოებით 00:30 საათზე, ყოფილი მეუღლის სახლში შეიპარა და განქორწინებით განაწყენებულმა, მძინარეს მოკვლის მიზნით,  დანით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულმა დაზარალებულის დასახმარებლად ოთახში შესულ ყოფილი მეუღლის დედას და მამას, ოჯახის სხვა წევრების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

ყოფილი სიდედრი მიღებული დაზიანებების შედეგად  საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მეუღლის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ბრალდებული  2019 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისში დააკავეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და 111,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) და 111,19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე დაემატა წინა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარის გადახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში