დღეს ბათუმის "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" შეხვდება

01 ნოემბერი 2019, 10:22 2148 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტური საჩხერეში გაიხსნება. ბათუმის ,,დინამო’’ სტუმრად საჩხერის ,,ჩიხურას’’ ესტუმრება. მატჩი ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში ერთანეთს 3 -ჯერ შეხვდნენ და 2 მატში ბათუმელებმა მოიგეს , ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. 32 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ დინამოს 64 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო სოსო ფრუიძის ,,ჩიხურას’’ 38 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ბათუმელებს კონკურენტებს ისინი თავიანთ შეხვედრებს 3 ნოემბერს ჩაატარებენ.

63 ქულით მეორე ადგილზე მყოფი თბილისის ,,დინამო’’ საკუთარ ,,დინამო არენაზე’’ ქუთაისის ტორპედოს მიიღებენ , ხოლო 61 ქულით მესამე პოზიციაზე დამკვიდრებული თბილისის "საბურთალო’’ გორში ადგილობრივ ,,დილას’’ შეხვდება. ბათუმის ,,დინამოს’’ ეროვნულ ჩემპიონატში 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს , ბოლოს გია გეგუჩაძის გუნდმა 3 ივლისს თბილისის ,,დინამოსთან’’ წააგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში