გადაყენებული მეუფის სკანდალური განცხადება - მხილება თუ ცილისწამება?

31 ოქტომბერი 2019, 20:14 1279 ნახვა

მთელი დღეა ყურადღების ცენტრშია მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო - ეპიცენტრში კი ახლა უკვე ყოფილი მთავარეპისკოპოსი პეტრე ცაავა, რომელიც მღვდელთმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება პირადად ილია მეორემ მიიღო.

ჭყონდიდელმა ყოფილმა მიტროპოლიტმა სინოდის თავმჯდომარე, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი მამათმავლობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ სწორედ ამ მხილების გამო დასაჯეს. პეტრე ცაავა გაათავისუფლეს, მეუფე იაკობი კი გააფრთხილეს - არ უმსჯელიათ უკრაინის ავტოკეფალიაზე, იმსჯელეს გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომბლობაზე - დაახლოებით ასეთია ის სურათი რაც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი მღვდელთმთავრების განცხადებებიდან.

ეს საპატრიარქოს გააძლიერებს, პროცესი საპატრიარქოს ჩამოშლის, საპატრიარქო კოლაფსის წინაშე დგას, სინოდი უნდა გადადგეს  და საქართველოში ეკლესიამ ნულიდან დაიწყოს ქრისტიანობის ქადაგება - ასეთია თეოლოგების, ზოგიერთი დეკანოზის და სამოქალაქო პირის შეფასება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში