"თავ-ყბას დავუნგრევ" ცრუ პეტრეს - ირმა ინაშვილი

31 ოქტომბერი 2019, 17:06 1714 ნახვა

ირმა ინაშვილი მეუფე პეტრეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება - პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა თქვა, რომ მას "თავ-ყბას დაუნგრევს".

"არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, მისი აზროვნებიდან და ლექსიკიდან გამომდინარე...

სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე, ძალიან კარგია ეს... ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ აგენტებისადმი, ვინც სააკაშვილი-ბოკერიამ ჩანერგა ეკლესიაში", — განაცხადა ინაშვილმა კურიერის ეთერში.

დეპუტატი ამ ფორმით, (მეუფე) პეტრე ცაავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს პატრიარქზე მან თქვა, რომ ''ერს ყავს, პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის'' - ეს განცხადება მეუფე პეტრე სინოდის სხდომის შემდეგ გააკეთა.

ის აღარ არის მღვდელმთავარი,  სინოდის გადაწყვეტილებით ეპისკოპოსის სტატუსი მოეხსნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში