მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა და ეპარქიის მმართველად რჩება - მეუფე აბრაამი

31 ოქტომბერი 2019, 15:48 2040 ნახვა

სინოდის სხდომა დასრულდა, სადაც მეუფე აბრაამმა განაცხადა, რომ სინოდმა მეუფე იაკობი ეპარქიის მმართველად დატოვა. მეუფის ინფორმაციით, იაკობმა შენდობა ითხოვა და სინოდისგან გაფრთხილება მიიღო.

სხდომის დაწყებამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ მეუფე იაკობს ეპარქიის მმართველობიდან გადააყენებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. მეუფე იაკობმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პატრიარქის გადაყენების საკითხზე მას შეხვდნენ. 

მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის წინ  ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელ უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან და გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც მისი თქმით "ეჩალიჩებოდნენ'' პატრიარქის გადაყენებაზე. 

მეუფე იაკობის აღნიშნულ სკანდალურ განცხადებას მოგვიანებით მწვავე შეფასებები მოჰყვა.

განცხადებიდან 2 დღეში კი მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა.

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი