აზარტული თამაშების წინააღმდეგ 1 ნოემბერს აქცია გაიმართება - ანა დოლიძე

31 ოქტომბერი 2019, 13:41 1937 ნახვა

ანა დოლიძემ, რომელმაც აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, 1 ნოემბერს აქციის გამართვას გეგმავს.  მოძრაობის ხელმძღვანელმა აქციის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსლეში გამოაქვეყნა. 

აქციის ანონსში წერია:   "ქვეყანაში აზარტული თამაშების ეპიდემიაა. ამ სენის გამო უამრავი ადამიანი იკლავს თავს!  ხელისუფლება კი დუმს. საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს მოსახლოებას, არამედ ხელს უწყობს მათ ჩართვას აზარტულ თამაშებში.  გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა.
კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პირველ საჯარო შეკრებას იწყებს,სადაც გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები. ერთად გამოვაღვიძოთ ხელისუფლება, რომ გაიგოს ხალხის ხმა.  ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" .

გუშინ, 30 ოქტომბერს, საქართველოს 1 არხმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ის უარს ამბობს აზარტული თამაშების რეკლამების განთავსებაზე, რადგან გრძნობს პასუხისმგებლობას იმ პრობლემის წინაშე, რომელიც უამრავ მოქალაქეს აქვს საქართველოში. 

გუშინვე, აზარტული თამაშების წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციამ. ფეისბუქ გვერდზე ფედერაციამ დაწერა, რომ სასპონსორო თუ სხვა ტიპის ურთიერთობებს წყვეტს ამ ორგანიზაციებთან.  

29 ოქტომბერს, პირველი არხის ოპერატორი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრები ღიად ამბობდნენ, რომ სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში