"მირჩევნია სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე" - მეუფე პეტრე 

31 ოქტომბერი 2019, 12:01 1469 ნახვა

ათ თვიანი პაუზის შემდეგ, სინოდის წლის პირველი  სხდომა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვის ფონზე.  საპატრიარქოსთან სპეციალური, რკინის  ჯებირებიც მიიტანეს. სხდომის  დღის წესრიგი უცნობია, თუმცა  არასრული შემადგენლობით, 40-მდე მიტროპილიტი  და ეპისკოპოსი  სავარაუდოდ  იმსჯელებს  მეუფე იაკობის სკანდალურ გაცხადებებზე.

სხდომას თავად  პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი დაესწრება,  ვისი მძიმე ბრალდებების  გამოც  ჩაინიშნა სინოდის სხდომა საგანგებოდ.  ქორეპისკოპოსობის შემდეგ,  დატოვებს თუ არა იაკობი ეპარქიასაც, ეს პატრიარქის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

უცნობია იმსჯელებს თუ არა სამღვდელოება ე.წ-ლი ,,ციანიდის“  საქმეზე, რომლის განხილვასაც  ეკლესიის უმაღლესი სასათბირო ორგანოს  ფორმატში დაკავებული სასულიერო პირი ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი მამალაძის ძმა ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას აანონსებს. 

დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა თუ მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია, უთხრა ჟურნალისტებს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ. 

„ჭეშმარიტება არის მარადიული. ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თქვენ რაც გაინტერესებთ – სასჯელს. თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში