ძლიერი წვიმის გამო მახვილაურში მეწყერი ჩამოწვა

31 ოქტომბერი 2019, 11:37 3207 ნახვა

ფოტო:სოციალური ქსელიდან

2 ღამის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბათუმის რამდენიმე დასახლებაში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მახვილაურში  განვითარდა მეწყრული პროცესები. სამაშველოს ინფორმაციით, დაზიანდა ერთი ხიდი, შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

ძლიერი წვიმის შედეგად, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ხორციელდება რეგულარული მონიტორინგი და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.

უხვ ნალექთან დაკავშირებით 24 საათის განმავლობაში ჯამში 60 შეტყობინება დაფიქსირდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში