აზარტული თამაშების გავლენა

30 ოქტომბერი 2019, 20:13 1750 ნახვა

საქართველოს პირველი არხი უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე - ამის შესახებ მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა. დღესვე ცნობილი გახდა რომ აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია, მისი ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე უარს აცხადებს ითანამშრომლოს ტოტალიზატორებთან და კაზინოებთან.

შეგახსენებთ, გუშინ მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს, გავრცელებული ცნობებით იგი აზარტულმა თამაშებმა იმსხვერპლა. მთელი დღეა განცხადებები კეთდება საქართველოს პარლამენტში.

აქტიურია ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც აქვს კანონპროექტი რეკლამასთან დაკავშირებით, ამასთან მან დღეს ამბროლაურის მერის მიერ თამაშის გზით მანქანის მოგების ფაქტს სამარცხვინო უწოდა - უფრო მეტს გვეტყვის ახლა აზარტული თამაშების რეკლამირების ირგვლივ გაკეთებული განცხადებების შესახებ ნათია კოპალიანი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი