გაზქურაზე დარჩენილი სადილის გამო, მეხანძრეებს სახლში შეღწევა დასჭირდათ

30 ოქტომბერი 2019, 16:49 5286 ნახვა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მოქალაქეებმა დღეს მაშველები გამოიძახეს. ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი ბინიდან კვამლი გამოდიოდა, სახლში კი არავინ იყო.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ბინაში შევიდნენ. აღმოჩნდა, რომ დიასახლისს გაზქურაზე სადილი დარჩენოდა, რომელიც ჩაიწვა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ბათუმის სახანძრო სამსახურს, მსგავსი რამდენიმე გამოძახება ჰქონდა. 

 

 

ფოტო: ირაკლი ჩიკვაიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში