სომხების გენოციდის აღიარებამ შესაძლოა გაართულოს ურთიერთობა ამერიკასა და თურქეთს შორის - BBC

30 ოქტომბერი 2019, 11:23 1710 ნახვა

აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ, სომხების გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს პალატის წევრებმა მხარი სამშაბათს დაუჭირეს.

კონგრესმენების ამ ნაბიჯმა შესაძლოა სერიოზულად გაართულოს ურთიერთობა თურქეთსა და ამერიკას შორის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რეზოლუციას მხარი 405-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 11 წავიდა.

კონგრესმენები აღიარებენ, რომ რეზოლუციის გადახედვა გამოწვეულია ვაშინგტონსა და ანკარას შორის შექმნილი პოლიტიკური კრიზისით, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას უკავშირდება.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ეს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც ისტორიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა.

მოსალოდნელია, რომ თურქეთმა აშშ დან ელჩი გამოიწვიოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

1915 წელს თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიული  ფაქტების გენოციდად აღიარებას სომხები ითხოვენ. მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობა ოსმალეთის ტერიტორიაზე 1915 წელს გენოციდად იქნა აღიარებული რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის და სხვა ქვეყნების მიერ.

გენოციდის აღიარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთის ხელისუფლება. ამ დრომდე აშშ თავს იკავებდა და გაურბოდა ამ მოვლენებისთვის ეწოდებინა გენოციდი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი