ბათუმში მუნიციპალური ინსპექცია იქმნება - რეორგანიზაცია მერიაში

29 ოქტომბერი 2019, 20:09 2332 ნახვა

ბათუმის მერია ახალ სამსახურს ქმნის - აპირებს „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ აიპის ქვეშ ყველა საზედამხედველო ფუნქციის სამსახური გააერთიანოს.

მერიაში მიაჩნიათ, რომ ასე მათი მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდება. ცნობისთვის, განსაკუთრებით სამშენებლო მიმართულებით გამოვლენილ დარღვევებზე არაერთი პრეტენზია არსებობს ქალაქში, მაგრამ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მუდმივად გვარწმუნებენ რომ კარგად მუშაობენ, პრობლემა კი მხოლოდ აღსრულებაშია.

რა შეიცვლება თუ სამსახურები გაერთიანდება, სავარაუდოდ შტატები დაემატება და ბიუჯეტიდან უფრო მეტი დაიხარჯება?

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში