2 დაღუპული და 4 დაშავებული სკოლის მოსწავლე – ტრაგედია ქობულეთში

29 ოქტომბერი 2019, 20:12 15648 ნახვა

უმძიმესი ტრაგედია სოფელ ქობულეთში - ავტოავარიის შედეგად სკოლის მოსწავლეები დაიღუპნენ. როგორც ცნობილია ორი გარდაიცვალა, 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა. ავარია შუადღისას მოხდა. მანქანა ხეს შეეჯახა.

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ავტომანქანას სავარაუდოდ ერთ-ერთი მოზარდი მართავდა. ავტომანქანაში ერთდროულად 6 მეთორმეტეკლასელი იმყოფებოდა. 4 რჩება ამ დროისთვის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში