2020 წლის გაზრდილი ბიუჯეტის მაჩვენებელს უპრეცედენტოს და რეკორდულს უწოდებს რეგიონის პირველი პირი

29 ოქტომბერი 2019, 18:16 440 ნახვა

2020 წლის გაზრდილი ბიუჯეტის მაჩვენებელს უპრეცედენტოს და რეკორდულს უწოდებს რეგიონის პირველი პირი. დაგეგმილ პროექტებზე დღეს თორნიკე რიჟვაძემ მედიის თანდასწრებით ისაუბრა. 

ოცნების ქალაქისა და  ახალი სკოლების მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია,  სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების გაზრდილი დაფინანსება,  სამუსიკო და სასპორტო სკოლების პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდა, გაზიფიკაცია და წყალმომარაგება. „წინასაარჩევნო ბიუჯეტი და პოპულისტური განცხადებები“ - დოკუმენტის განხილვა უმაღლეს საბჭოში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა პროექტს ასე აფასებენ უკვე ნაციონალურ მოძრაობაში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში