ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრები ხვალ გაიმართება

29 ოქტომბერი 2019, 11:30 350 ნახვა

საქართველოს ქალთა ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები ხვალ, 30 ოქტომბერს, სერბეთს, მეორე გუნდი პოლონეთს, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ნაკრები კი, ნიდერლანდელ სპორტსმენებს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ვაჟთა გუნდს: პირველი ნაკრები ჩეხეთს, მეორე კი შვედეთის წარმომადგენლებს შეხვდება. 

გუშინ ქალთა პირველმა ნაკრებმა 2.5 ქულით სომხეთის გუნდი დაამარცხა, ამავე ანგარიშით სძლია მეორე ნაკრებმა ესპანურ გუნდს. ახალგაზრდები კი 1.5 ქულით საბერძნეთის გუნდთან დამარცხდნენ.

რაც შეეხება ვაჟებს. ჩვენი ქვეყნის პირველმა ნაკრებმა მშრალი ანგარიშით 4-0 დაამარცხეს მაკედონიის გუნდი, მეორე ნაკრები კი, ჩეხეთის გუნდთან 1-3 დამარცხდა.

ბათუმში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც 3 ნოემბერს დასრულდება. 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი