რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტია მთავარი განსახილველი საკითხი აჭარის მთავრობის სხდომაზე

29 ოქტომბერი 2019, 12:05 348 ნახვა

რეგიონის  მომავალი წლის ბიუჯეტია მთავარი  განსახილველი საკითხი აჭარის მთავრობის სხდომაზე. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უმაღლეს საბჭოს  ბიუჯეტის  პირველადი პროექტი თვის ბოლომდე, რამდენიმე დღეში  უნდა გადაუგზავნოს.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყება დოკუმენტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში, რის შემდეგაც შენიშვნებით ისევ მთავრობას დაუბრუნდება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში