თბილისში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

28 ოქტომბერი 2019, 21:25 1731 ნახვა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულია 1 მოქალაქე, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი - ინფორმაციას სამაშველო სამსახური ავრცელებს. 

ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებული არის 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში