კიბერშეტევა ათასობით ვებგვერდზე

28 ოქტომბერი 2019, 20:14 1532 ნახვა

დღის კიდევ ერთი მთავარი თემაა - კიბერ-შეტევა, რომელიც დღეს ათასობით საიტზე განხორციელდა. ეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეტევად შეფასდა. საიტებზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოჩნდა, წარწერით - მე დავბრუნდები.

სპეციალისტების თქმით ეს ნათლად აჩვენებს იმას თუ რამდენად დაუცველია უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული ათასობით ვებ-გვერდი, მათ შორის სამთავრობო და არასამთავრობო საიტები, სასამართლოს, პრეზიდენტის და მედია-საშუალებების ვებ-გვერდები.

კიბერ-სამართლის სპეციალისტის ლევან ბოძაშვილის შეფასებით განსაკუთრებით სახიფათოა მაგალითად სასამართლოს ვებ-გვერდის საკითხი, საიდანაც შესაძლოა ბევრი პირადი ინფორმაცია იყოს წაღებული. იგი ამბობს, რომ ქვეყანაში ამ კუთხით სისტემა მოშლილია.

პასუხისმგებლობა კი იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროებს ეკისრება. თამუნა გაზდელიანი მუშაობდა დღეს თემაზე. მას ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, თამუნა გვითხარი პირველ რიგში აღდგა თუ არა საიტების უმრავლესობის მუშაობა და ამ დრომდე გამოეხმაურა თუ არა მასშტაბურ კიბერ-შეტევას იუსტიცია ან თავდაცვა?

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში