"ეს არის მიშას ვირტუალური დაბრუნება" - ლადო მგალობლიშვილი დაჰაკვაზე

28 ოქტომბერი 2019, 16:00 2071 ნახვა

"საქართველოში დაბრუნების აკვიატებული იდეა მიხეილ სააკაშვილს უფრო გაუმძაფრდა" - ასეთი შეფასება გააკეთა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ლადო მგალობლივშილმა სამთავრობო, არასამთავრობო, მედია თუ კერძო გვერდების დაჰაკვასთან დაკავშირებით. დღეს, საიტების დიდი ნაწილზე შესვლა შეუძლებელი იყო, ხოლო მთავარ გვერდზე, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა ინგლისური წარწერით - "მე დავბრუნდები". 

- თქვენ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გატეხა ვებგვერდები და მისი თავი თავადვე გამოსახა საიტებზე? ერთ-ერთ ჟურნალისტის ამ კითხვაზე, ლადო მგალობლიშვილმა თქვა, რომ უშუალოდ ექსპრეზიდენტს არ გაუკეთებია, თუმცა მისი დავალებით გააკეთა მისმა მომხრეებმა.

"დარწუნებული ვარ,რომ სააკაშვილის უშუალო ხელშეწყობით არის გაკეთებული ეს კიბერშეტევა. სურს ადამიანებს ისევ შეახსენოს, რომ ვირტუალურად მაინც ბრუნდება, რეალურად საქართველოში მხოლოდ მსჯავრდებულის  სტატუსით დაბრუნდება" - განაცხადა დეპუტატმა. 

დღეს, 28 ოქტომბერს,  საიტები, რომლებიც "პროსერვისზე" იყო განთავსებული გატეხეს.

გათიშულია სამთავრობო, საჯარო და კერძო ვებგვერდები, მათ შორის მედიისაც (ტვ პირველი, გაზეთი აჭარა). საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტის,  მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

შსს გ​ამოძიება 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში