"კიბერშეტევას ვიგერიებთ" - ათასობით საიტი გატეხილია

28 ოქტომბერი 2019, 14:18 1712 ნახვა

"კიბერშეტევას ვიგერიებთ, ზუსტად არ ვიცით რამდენი ვებგვერდი დაჰაკეს" —  კომპანია პროსერვისში on.ge განუცხადეს, რომ ზუსტად არ იციან რამდენი საიტია დაჰაკული, თუმცა მათი რიცხვი რამდენიმე ათასია. 

კომპანიაში ამბობენ, რომ დეტალური ინფორმაციაა, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ნეტგაზეთთან კი კომპანიამ განაცხადა, რომ 2000 მეტი საიტი იყო დაჰაკული.  

დღეს, 28 ოქტომბერს, დაახლოებით ერთი საათის წინ, საიტები, რომლებიც სერვერზე "პროსერვისზე" იყო განთავსებული გატეხეს.

გათიშულია სამთავრობო, საჯარო და კერძო ვებგვერდები, მათ შორის მედიისაც (ტვ პირველი, გაზეთი აჭარა). საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტის,  მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

შსს გ​ამოძიება284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში