მასშტაბური ტყის ხანძრის გამო კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

28 ოქტომბერი 2019, 10:32 1417 ნახვა

კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შტატის გუბერნატორის განმარტებით ხელისუფლება ხანძართან საბრძოლველად ყველა რესურსს იყენებს, თუმცა ლიკვიდაცია  ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის გამო შტატიდან 180 000 ადამიანის  ევაკუაცია უკვე განხორციელდა. 2 მილიონზე მეტი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალურ ტექნიკასთან ერთად 3000 ადამიანი მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი