ლეიბორისტების პრეტენზია და გამგებლის პასუხი

07 სექტემბერი 2016, 00:00 1953 ნახვა

ხელვაჩურში დამეწყრილი გზები გაუწმენდავია- განცხადებას ლეიბორისტული პარტიის ხელვაჩაურის კოორდინატორი აკეთებს.  უშანგი ცეცხლაძე  სარფში,  თხილნარსა და ჭარნალაში შექმნილ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას სადაც,  მისი თქმით,  გადაადგილება დღემდე შეუძლებელია.  ცეცხლაძის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში ტრაქტორები  შესაკეთებელია, მიუხედავად იმისა,  რომ გამგებელს,  ნადიმ ვარშანიძეს,   ამ მოთხოვნით პარტიის წარმომადგენლებმა მეწყრული პროცესების განვითარებამდე მიმართეს. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ხელვაჩაურის გამგებელი. ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, გაწმენდილი და გადარეცხილია სარფის, თხილნარის, ახალსოფლის ცენტრები. მსგავსი განცხადებები მისი თქმით  წინასაარჩევნოდ ქულების დაწერაა.

ამავე კატეგორიაში