ბათუმში ავტომობილი დაეჯახა კაცს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა - ის ადგილზე გარდაიცვალა

25 ოქტომბერი 2019, 21:03 6778 ნახვა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა. ბათუმი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მისულებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი ველოსიპედით მოძრაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში