ყელის კიბო უშველის - არქიმანდრიტი მსოფლიო ვარსკვლავს ბერას კრიტიკისთვის

25 ოქტომბერი 2019, 11:09 2361 ნახვა

"რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის" - ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ქართველ საოპერო მომღერალს ანიტა რაჭველიშვილს, რომელმაც ბერა ივანიშვილი გააკრიტიკა. ბერამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონ აშშ დოლარს რიცხავს.

მამაომ კომენტარი სოციალურ ქსელში დაწერა. ანიტა რაჭველიშვილმა სქრინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 

''იცნობდეთ მაინც ყველა!

( სასულიერო პირია,არქიმანდიტი, ივანიშვილების ოჯახის მოძღვარია თურმე)
მადლობა ნიქო ინფორმაციისთვის!'' - წერს მომღერალი.

 

არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილს წარსულში საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავს დაწყევლილი. 2013 წლის ნოემბერში მან ფეისბუკზე დაწერა:

„წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ“!

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში