საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო ხულოში

24 ოქტომბერი 2019, 15:12 1426 ნახვა

საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო ხულოში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს შენიშვნა ჰქონდა ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ირაკლი ჯორბენაძემ განაცხადა რომ მილიონ  ნახევარი ლარი ვერ აითვისეს, რითაც აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შენიშვნებს " სატელევიზიო კეკლუცობა"  უწოდა. 

კამათის შემდეგ ირაკლი ჯორბენაძემ სხდომა დატოვა. რაც შეეხება, ბრალდებას ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე,  საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში