გორგასლის 24 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი 2019, 12:17 2063 ნახვა

ბათუმში, გორგასლის  24 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საცხოვრებელი სახლი XX ს-ის დასაწყისშია აგებული. ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2 წლის წინ შეიძინა და სამუშაოებისთვის 300 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.

უწყების ინფორმაციით, მომავალ წელს ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების შეძენა იგეგმება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში