რიგგარეშე არდადეგები საქართველოს 12 სკოლაში 

24 ოქტომბერი 2019, 10:57 4130 ნახვა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 12 სკოლაში რიგგარეშე არდადეგები გამოცხადდა. მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდების გამო, 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით მოსწავლეები დაისვენებენ. გაცდენილი დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით ანაზღაურდება. 

აჭარაში სასწავლო პროცესი, პირველ და მეათე საჯარო სკოლებში შეჩერდება. 

რამდენიმე დღის წინ, მშობლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობდნენ, რომ დაუგეგმავი არდადეგები და ასევე, გაცდენილი დღეების  შაბათის ხარჯზე ანაზღაურება მათთვის მიუღებელია და პრობლემებს შეუქმნიდათ. 

სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. სასწავლო დაწესებულებებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციამ მშობლები უკვე გააფრთხილა. 

სკოლების ჩამონათვალი, სადაც დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, შემდეგია:

ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127)
26.10.12019 – 10.11.2019

 

სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა
V-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019

 

 

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019

 

სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში