დააკავეს სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვეს 

24 ოქტომბერი 2019, 10:43 3675 ნახვა

ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ცხედრის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამართალდამცველებმა დააკავეს  სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა.  სწორედ ის არის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი.

პოლიციის განმარტებით, ცნობილია, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვეს,  ინგლისში ბელგიიდან, საპორტო ქალაქ ზეიბრუგიდან შევიდა.  ინფორმაციას CNN  ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ ინტერპოლი მზად არის  39 ცხედრის აღმოჩენის საქმის გამოძიებაში ბრიტანელ სამართალდამცველებს დაეხმაროს.

გუშინ, 23 ოქტომბერს, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეის ინდუსტრიულ ზონაში, სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი