ხმაური პარლამენტში - დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პაატა სილაგაძის დარბაზიდან გაძევება მოითხოვეს

23 ოქტომბერი 2019, 18:08 1544 ნახვა

როგორ მოხვდა ე.წ. სადავო 10-კაციან სიაში პაატა სილაგაძე, არის თუ არა წნეხი სასამართლოზე, რატომ არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობა ათი ათასობით ლარი - პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მე-13 კანდიდატს ახლაც უსმენენ.

 ასევე პაატა სილაგაძეს არაერთი კითხვა მის წარსულ საქმიანობაზე დაუსვეს.  მოსამართლეობის კანდიდატმა დღეს ეკა ბესელიას შეკითხვებს არ უპასუხა. ამბობს, რომ დეპუტატი სუბიექტურია. ცნობისთვის, ეკა ბესელიას შვილის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო პაატა სილაგაძე.

ეკა ბესელია არ ყოფილა გამონაკლისი, ვის შეკითხვებსაც დღეს კანდიდატმა არ უპასუხა. ამ სიაში აღმოჩნდა კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი. პაატა სილაგაძე ლევან გოგიჩაიშვილის საქმის  მოსამართლეც იყო, რომელმაც დეპუტატებს მოუწოდა პაატა სილაგაძე სხდომათა დარბაზიდან გაეძევებინათ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში