კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბათუმში

23 ოქტომბერი 2019, 15:32 1234 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბათუმში. მერიის დაფინანსებით, თავდადებულის ქუჩის 35-ში ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია ტარდება. პროექტის მიხედვით შენობა გადაიხურება და იცვლება საძირკველი, რემონტდება  ფასადი.  

სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 765 ათასი ლარია, 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მერიის ინფორმაციით, ეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე მეორე შენობაა რომელსაც წელს რეაბილიტაცია უტარდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში