პუტინი და ერდოღანი სირია-თურქეთის საზღვარს ერთობლივად გააკონტროლებენ - 10 პუნქტიანი შეთანხმება

23 ოქტომბერი 2019, 10:28 2834 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ სირია-თურქეთის საზღვარს ერთობლივად გააკონტროლებენ. პრეზიდენტებმა სირიაში მიმდინარე მოვლენებზე 22 ოქტომბერს სოჭში ისაუბრეს. შეხვედრა 6 საათზე მეტი მიმდინარეობდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკების ფარგლებში პუტინმა და ერდოღანმა ათპუნქტიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, თურქეთი საზღვრის მიმდებარედ  30-კილომეტრიანი ზონას გააკონტროლებს. დანარჩენ ნაწილზე კი რუსეთის სამხედრო ძალები შევლენ. შეთანხმების თანახმად, ქურთულმა სამხედრო დანაყოფებმა ტერიტორია უნდა დატოვონ. 

თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით ე.წ. უსაფრთხო ზონაში შესაძლოა სირიელი ლტოლვილების ნაწილი დასახლდეს, რომელიც ახლა თურქეთში ცხოვრობს.

გარდა ზემოთხსენებულისა 10 პუნქტიანი გეგმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ებრძოლონ ტერორიზმს მის ყველა გამოვლინებაში და ფორმაში, წინააღმდეგობა გაუწიონ სეპარატისტულ სწრაფვებს სირიის ტერიტორიაზე, ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება უნდა გამოვიდნენ მანბიჯიდან და თალ რიფათიდან.  გარდა აღნიშნულისა, სირიაში ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის ხელის შესაწყობად ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიღებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში