ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე ბუნებრივი აირი ავარიის გამო გაითიშა

22 ოქტომბერი 2019, 18:50 6913 ნახვა

ბათუმის ნაწილს გაზი არ მიეწოდება. ''სოკარ ჯორჯია გაზის'' ცხელი ხაზის ოპერატორმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ორბელიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გზის მშენებარე კომპანიამ მილი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გაზი გაითიშა ორბელიანის, რურუას, ჯავახიშვილის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილში. 

ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს, სავარაუდოდ, ხვალ დღის მეორე ნახევარში აღუდგებათ. 

სოკარ ჯორჯიაში დაზიანების შესახებ შეტყობინება, დაახლოებით, 17:00 შევიდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი