„მუქარის წერილი“ - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22 ოქტომბერი 2019, 18:34 970 ნახვა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, „მუქარის წერილის დედანი“ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად ხელმისაწვდომი იყო, რაც ეფექტური კვლევების ჩატარებას ართულებს. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა. 

საქართველოს პროკურატურა გეგმავს, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი მასალები  - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში გუშინ ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში