ჩაქვის სანაპიროზე 1 კვ.მ ფართობი 20 ლარად და 88 თეთრად გაიყიდა

22 ოქტომბერი 2019, 18:22 1014 ნახვა

საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით 13 ათასამდე კვადრატული მიწის ფართობს „დრიმლედ ოაზისი“ სასტუმროსთან ახლოს შეიძენს. ერთ კვადრატულ მეტრ ფართობში კი კომპანია დაახლოებით 21 ლარს გადაიხდის.

როგორც ირკვევა, ტერიტორიის პირდაპირი მიყიდვის წესით  შეძენის სურვილი თავად კომპანიამ გამოთქვა, რაზეც თანხმობა მიიღო. როგორც რეგიონის პირველმა ფინანსისტმა გვითხრა,  კვადრატულ მეტრის ფასი დამოუკიდებელმა აუდიტმა განსაზღვრა. ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს, ამბობენ, რომ „დრიმლენდ ოაზისის“ მენეჯმენტი  „ქართულ ოცნების“ ლიდერებთან დაახლოებული პირები არიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში