ფინანსური დარღვევები და შესაძლო თაღლითობის ნიშნები - აჭარის მთავრობის ფინანსური აუდიტი

22 ოქტომბერი 2019, 18:04 2063 ნახვა

ისევ ტენდერები და ისევ საგზაო დეპარტამენტში შესაძლო დარღვევები - სახელმწიფო აუდიტი მორიგ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც რეგიონის სხვა უწყებების ფინანსური საქმიანობაც მოხვდა. დარღვევებია მივლინებებში დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, მათი ნაწილი ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს.

განათლების სამინისტროს ორი აიპი კი მის მიერ გახარჯული საწვავის მიზანშეწონილობას ვერ ასაბუთებს. ამავე დასკვნაში მოხვდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, რომლის პროექტისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. რატომ ვერ აშენდა მთავრობის ადმინისტრაციის ახალი შენობა და რა შესაძლო დარღვევებია საგზაო დეპარტამენტში?

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში