ქედის მერს ახალი მოადგილე ჰყავს 

22 ოქტომბერი 2019, 09:59 3796 ნახვა

ქედის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ვაკანტური თანამდებობა მამუკა ფარტენაძემ დაიკავა.

მამუკა ფარტენაძე ქედის ყოფილი გამგებლის დავით დუმბაძის პირველი მოადგილე იყო, რომელსაც მერმა, ლევან გორგილაძემ, თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. მის ნაცვლად კი, როლანდ ბერიძე დანიშნა.

მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მერის მოადგილე, გურამ ბერიძე, გარდაიცვალა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი