ბორდერიზაციის პროცესი და ვითარება ატოცში - ქეთევან ციხელაშვილის მოსმენა პარლამენტში

21 ოქტომბერი 2019, 20:02 1463 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან დღეს დილით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, სადაც 2 დღის წინ ე.წ. სასაზღვრო ღობეების მონტაჟი განაახლეს.

ცნობილია, რომ ე.წ. საზღვარი დაახლოებით სამასი მეტრითაა გადმოწეული და ღობეებს მიღმა მოექცა ატოცელების მიწის ნაკვეთები. ეს პროცესი ატოცთან 2018 წლის ნოემბრიდან იყო შეჩერებული, თუმცა როგორც ვნახეთ ბოლო დღეებში ისევ განახლდა.

თემა განხილვის საგანი იყო სახელმწიფო მინისტრთან დახურულ შეხვედრაზე, რასაც დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა.  

აქვს თუ არა ბერკეტი  სახელმწიფოს უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად?

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში