ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე აჭარიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს

21 ოქტომბერი 2019, 14:42 368 ნახვა

საჭადრაკო ოლიმპიადის შემდეგ, ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც მამაკაცთა 40 და ქალთა 32 გუნდი იასპარეზებს. 

ჩემპიონატში საქართველოდან მამაკაცთა ორი და ქალთა სამი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ქალთა ნაკრებების შემადგენლობაში 3 ბათუმელი სპორტსმენია. პირველ ნაკრებში სალომე მელია, მეორეში კი – ნინო ბაციაშვილი და მირანდა მიქაძე იასპარეზებენ.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი 23 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსნება. შეჯიბრება 24 ოქტომბერს 15 საათიდან დაიწყება.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში