''რუსთავი 2''-ზე დავა ხელახლა იწყება, ტელეკომპანიის 60% დაყადაღებულია - ჯარჯი აქიმიძე

21 ოქტომბერი 2019, 12:07 450 ნახვა

''რუსთავი 2''-ზე დავა ხელახლა იწყება, სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ტელეკომპანიის 60% დაყადაღებულია.  სარჩელი ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა შეიტანეს. აქიმიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც არ ელოდა. 

''რომ გითხრათ, დარწმუნებული ვიყავით ამაში, არ იქნება სწორი. თავისთავად ეს ძალიან კარგია. პროცესი დაიწყება და იმედია, რომ ბოლოს და ბოლოს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველაფერი. სასამართლოს ვთხოვეთ, რომ სადავო 60%-ზე დაედოთ ყადაღა. სასამართლომ ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა'' - განაცხადა აქიმიძემ. 

არხის თანადამფუძნებლებმა სამაუწყებლო კომპანიას 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართეს. მათი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, რომელიც ტელეკომპანიის მესაკუთრეა, ასევე პაატა კარსანიძე - ოფიციალურად, სწორედ, მან შეიძინა 2004 წელს ორი თანადამფუძნებლის წილი და ერთ დღეში გაყიდა.

„სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა რუსთავი 2 თავის თანადამფუძნებლებს დაუბრუნდება“ - არხის თანადამფუძნებლები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე მათი გამარჯვებით დასრულდება. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში