„კახეთი ქვეყნის სამსახურში“ - აქცია თელავში

20 ოქტომბერი 2019, 18:15 1358 ნახვა

საპროტესტო აქციის დაწყებამდე, მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” წევრები თელავის ცენტრალურ ქუჩებზე ხმოვანი სიგნალების გამოყენებით ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ. ერეკლე მეფის მოედანზე უკვე შეკრებილები არიან აქციის ორგანიზატორები, სამოქალქო აქტივისტები და მოსახლეობის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები 20-21 ივნისის მოვლენებს კიდევ ერთხელ აპროტესტებენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, თელავში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც ელოდებიან. მოძრაობამ "ქვეყნის სამსახურში" რეგიონებში გასვლა კახეთიდან დაიწყო და მსგავსი აქციები ქვეყნის მასშტაბით სიმბოლურად, ყოველი თვის 20 რიცხვში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში